„ვესტ ჰემის“ მცველმა, ჰარისონ ეშბიმ „ნიუკასლთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ვესტ ჰემის“ მცველმა, ჰარისონ ეშბიმ „ნიუკასლთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემის“ 21 წლის მცველი ჰარისონ ეშბი მათი კლუბის ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ არ სახელდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიდე მოედანზე, შევხვდე გულშემატკივრებს და „ნიუკასლის“ ატმოსფერო შევიგრძნო“, – ციტირებს „ნიუკასლის“ პრესსამსახური ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ნიუკასლი“ მესამე ადგილზეა, „ვესტ ჰემი“ კი აუტსაიდერთა შორისაა და მე-16 პოზიციას იკავებს.