„ვესტ ჰემი“ მთავარ მწვრთნელად გრემ პოტერს დანიშნავს #1TVSPORT

14:43, 08.01.2025
COBHAM, ENGLAND - MARCH 17: Graham Potter of Chelsea during a press conference at Chelsea Training Ground on March 17, 2023 in Cobham, England. (Photo by Darren Walsh/Chelsea FC via Getty Images)

COBHAM, ENGLAND - MARCH 17: Graham Potter of Chelsea during a press conference at Chelsea Training Ground on March 17, 2023 in Cobham, England. (Photo by Darren Walsh/Chelsea FC via Getty Images)

უახლოესი 24 საათის მანძილზე ინგლისური „ვესტ ჰემი“ ესპანელ ხულიან ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლებს და მის ნაცვლად ინგლისელ გრემ პოტერს დანიშნავს, – ინფორმაციას ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები ესპანელის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, რადგან „ვესტ ჰემი“ ამჟამად პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა და ევროტურნირების ზონას 11 ქულით ჩამორჩება.

49 წლის გრემ პოტერი ბოლოს ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა და თანამდებობიდან 2023 წლის აპრილში გაათავისუფლეს. მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ბრაიტონს“ უკავშირდება.

მსგავსი