ვესლიმ ტრავმა მიიღო და ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „რომას“ მცველი, ვესლი ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
ვესლიმ ტრავმა 6 ივნისს, ეგვიპტის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დროს მიიღო. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება და ის მუნდიალამდე დაბრუნებას ვერ მოასწრებს.
ვესლის ბრაზილიელთა განაცხადში ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი, ცენტრალური ნახევამრცველი ედერსონი ჩაანაცვლებს.
ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში მაროკოსთან, შოტლანდიასთან და ჰაიტისთან ერთად ითამაშებს. პირველი მატჩი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს 14 ივნისს მაროკოსთან ელით.