ვესლი სნეიდერმა ჰოლანდიის ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი ითამაშა
ვესლი სნეიდერმა ჰოლანდიის ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი ითამაშა

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ბოლო მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ნაკრების რიგებში. პერუსთან ამხანაგურ მატჩში 34 წლის სნეიდერმა 69 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც, ის ფორვარდმა ქუინსი პრომესმა შეცვალა.

სნეიდერმა ჰოლანდიელთა რიგებში 134 მატჩი (ეროვნული რეკორდი) ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.
პერუსთან მატჩის პირველი ტაიმი ჰოლანდიამ წააგო (გოლი გაიტანა აკინომ), მაგრამ მეორე ნახევარში “ნარინჯისფერთა” ფორვარდმა მემფის დეპაიმ დუბლი შეასრულა და ჰოლანდიამ 2:1 მოიგო.

ჰოლანდიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

სილესენი, ბლინდი, ვან დაიკი, ტეტე (იანმატი, 72), დე ლიგტი, სნეიდერი (პრომესი, 62), ვორმერი (კლუივერტი, 85), ვიინალდუმი (პროპერი, 46), სტროტმანი (დე იონგი, 46), ბაბელი (ვილენა, 86), დეპაი.