„ვერონამ“ „ინტერის“ მცველი იჯარის წესით დაიმატა

14:34, 31.01.2020

იტალიურ კლუბ მილანის „ინტერის“ მცველი ფედერიკო დიმარკო სეზონის დარჩენილ დროს „ვერონაში“ გაატარებს, – იტყობინება მილანური კლუბის ოფიციალური გვერდი.

22 წლის იტალიელი ვერონულ კლუბში წლის ბოლომდე იჯარის წესით გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს. მიმდინარე სეზონზე დიმარკომ სერია „ა“-ში სამი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი