ვერნერს კლოპის გამო „ლივერპულში“ გადასვლა სურს
ვერნერს კლოპის გამო „ლივერპულში“ გადასვლა სურს

ლაიპციგისა“ და გერმანიის ნაკრების ფორვარდს ტიმო ვერნერს „ლივერპულში“ გადასვლა სურს. მისი არჩევანი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის ფაქტორს უკავშირდება.

გერმანელი პრესა წერს, რომ ვერნერი ამ ზაფხულს უარყოფს „ბაიერნის“ წინადადებას და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს, რადგან ფეხბურთელის ძალიან უნდა კლოპის ხელმძღვანელობით ვარჯიში და თამაში.

ამასთან, როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, „ლივერპული“ ჯერ არ არის მზად რაიმე მოიმოქმედოს 24 წლის გერმანელი ფორვარდის ხელში ჩასაგდებად.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა 36 ოფიციალურ მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.