ვერნერი „ლივერპულში“ გადავა, ოღონდ ერთი პირობით - „ლაიფციგმა“ თანხა უნდა მიიღოს
ვერნერი „ლივერპულში“ გადავა, ოღონდ ერთი პირობით - „ლაიფციგმა“ თანხა უნდა მიიღოს

„ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი თანახმაა „ლივერპულში“ კარიერის გასაგრძელებლად.

24 წლის გერმანელი ფეხბურთელი მზად არის კონტრაქტი გააფორმოს პრემიერლიგის ლიდერთან, თუ ის „ლაიფციგს“ გადაუხდის ხელშეკრულებაში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას – 52 მილიონ ფუნტს. ვერნერის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აპირებს პირადად შეხვდეს ფორვარდს და დაითანხმოს ის კონტრაქტზე.

მიმდინარე სეზონზე ვერნერმა 36 ოფიციალურ მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.