ვერნერი ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგს“ არ დაეხმარება, ის უკვე ამოშალეს განაცხადიდან
ვერნერი ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგს“ არ დაეხმარება, ის უკვე ამოშალეს განაცხადიდან

„ლაიპციგის“ ფორვარდს ტიმო ვერნერს სურს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს თავის ახალ კლუბში – „ჩელსიში“. „ბილდის“ ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი არ აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის დახმარებას 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებში.

ჩემპიონთა ლიგის განახლება დაგეგმილია აგვისტოში, მაგრამ ვერნერი მხოლოდ ბუნდესლიგის დარჩენილ მატჩებში აპირებს „ლაიპციგში“ თამაშს. გერმანიის ჩემპიონატი დასრულდება 27 ივნისს, ივლისში კი გადაბარგდება „ჩელსიში“. წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა უკვე ამოშალა ვერნერი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან.

ოფიციალურად ვერნერის გადასვლის შესახებ გამოცხადდება უახლოეს დღეებში. „ჩელსი“ „ლაიპციგს“ გადაუხდის 53 მილიონ ევროს – ეს თანხა არის გაწერილი ფეხბურთელის კონტრაქტში.

შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგმა“ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პაუზამდე გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური, როცა ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგო „ტოტენჰემს“.