ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება გაიმართა
ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება გაიმართა

ვერის პარკის კრივის დარბაზში პროფესიონალ მოკრივეთა შორის სარეიტინგო ბრძოლები და საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება გაიმართა.

ბორჯომელმა ნოდარ რობაქიძემ (69 კგ.), დაძაბულ რვა რაუნდიან დაპირისპირებაში, ამბროსი სუთიძე დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ქამარი მოიგო.

საინტერესო საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდა ლაშა გურგულიანსა (69 კგ.) და აზერბაიჯანელ ელვინ ახუნდზადეს შორის. ქართველმა მოკრივემ მეტოქე მეოთხე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

პროფესიონალ მოკრივეთა შორის გამართულ სარეიტინგო ბრძოლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.