„ვერდერი“ ბუნდესლიგაში გატარებული სეზონების მიხედვით რეკორდსმენად რჩება 

11:23, 07.07.2020

გერმანიაში გაიმართა ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებითი მატჩი, რომელშიც მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდი „ჰაიდენჰაიმი“ მასპინძლობდა პირველი ბუნდესლიგის მე-16 გუნდს „ვერდერს“.

პირველი მატჩი ბრემენში 0:0 დასრულდა, განმეორებითი – 2:2, რითაც „ვერდერმ“ მოიგო ორმატჩიანი დუელი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით. ამით ბრემენულმა კლუბმა შეინარჩუნა ადგილი პირველ ბუნდესლიგაში.

მომდევნო სეზონი „ვერდერისთვის“ 57-ე იქნება ბუნდესლიგაში. ეს ტურნირის რეკორდია. მეორე შედეგი აქვს „ბაიერნს“ – 56 სეზონი უმაღლეს დივიზიონში. შემდეგ მოდიან – „ჰამბურგი“ (55), „დორტმუნდი“ (54) და „შტუტგარტი“ (54).

მსგავსი