ვერცხლი და ბრინჯაო თბილისის გრან-პრიზე
ვერცხლი და ბრინჯაო თბილისის გრან-პრიზე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. იგი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მან გამოცდილი სერბი სპორტსმენი ნემანია მაჯდოვი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალში კიდევ ერთი ქართველი, ლევან მატიაშვილი (100+) იჭიდავებს. ის ბულგარელი ალიაქსანდრ ვახავიაკს შეხვდება.

ასევე ონისე ბუღაძე (100+) და გელა ზაალიშვილი (100+) მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეებრძოლებიან.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.