ვენუს უილიამსმა ავტოავარიაში დაღუპული მამაკაცის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია
ვენუს უილიამსმა ავტოავარიაში დაღუპული მამაკაცის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულმა, ვენუს უილიამსმა და მისი მონაწილეობით მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ჯერომ ბარსონის ოჯახის წევრებმა სასამართლოს მიღმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ შეთანხმება გასულ კვირას იქნა მიღწეული.

პოლიციამ ვენუს უილიამსი თავდაპირველად დამნაშავედ ცნო, თუმცა ვიდეოფირების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ავარია მესამე ავტომობილის მძღოლმა გამოიწვია, რომელმაც შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარა. პოლიციამ ბრალი მეორე ავტომობილის საჭესთან მჯდომი ჯერომ ბარსონის მეუღლესაც მოუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის დაეჯახა ვენუს უილიამსის ავტომობილს.

ოფიციალურ დასკვნაში ნათქვამია, რომ არც ჩოგბურთელი და არც მისის ბარსონი საგზაო მოძრაობის წესებს არ არღვევდნენ.

78 წლის ჯერომ ბარსონმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ერთ კვირაში გარდაიცვალა.

მისმა ოჯახმა კი სასამართლოში იჩივლა და უილიამსისგან კომპენსაცია მოითხოვა.