ვენსან კომპანიმ „ანდერლეხტს“ 3 მილიონი ევრო შესწირა
ვენსან კომპანიმ „ანდერლეხტს“ 3 მილიონი ევრო შესწირა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა ვენსან კომპანიმ, რომელიც ამჟამად ბელგიური „ანდერლეხტის“ მოთამაშე მწვრთნელია, თავის მშობლიურ კლუბს 3 მილიონი ევრო შესწირა. ამ ინფორმაციას ბელგიური პრესა ავრცელებს.

„ვენსანის შემოწირულობას სიმბოლური ხასიათი აქვს. ვინც ამ ადამიანს იცნობს, იცის, რომ მას სანაცვლოდ არაფერი სურს“, – განაცხადა „ანდერლეხტის“ გენერალურმა დირექტორმა ვან ეტველტმა.

კომპანი „ანდერლეხტის“ აღზრდილია და ამ კლუბის შემადგენლობაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. 2006 წელს ის „ჰამბურგში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი „მანჩესტერ სიტიში“, სადაც 11 წელი ითამაშა.