ვენსან კომპანი გვარდიოლას ასისტენტად არ იმუშავებს
ვენსან კომპანი გვარდიოლას ასისტენტად არ იმუშავებს

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა კაპიტანმა ვენსან კომპანიმ უარი თქვა ხოსეპ გვარდიოლას შეთავაზებაზე, გამდარიყო მისი ასისტენტი. ამ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს. 34 წლის ფეხბურთელი ამჟამად თავის სამშობლოში, ბელგიაში იმყოფება და „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავს და გუნდში მოთამაშე მწვრთნელის თანამდებობა უკავია.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპანი ისევ ანდერლეხტში დარჩება და რომ გვარდიოლასთან მისი მოლაპარაკებები არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა.