ვენის ტურნირზე ბასილაშვილი ანდერსონს დაუპირისპირდება
SHANGHAI, CHINA - OCTOBER 10: Nikoloz Basilashvili of Georgia hits a return against Alexander Zverev of Germany during second round of the 2018 Rolex Shanghai Masters on Day 4 at Qi Zhong Tennis Centre on October 10, 2018 in Shanghai, China. (Photo by Lintao Zhang/Getty Images)
22-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ვენაში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირი გაიმართება, რომელშიც ჩვენი თანამემამულე, ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს მონაწილეობას. ნიკას კენჭისყრაში არ გაუმართლა – პირველ წრეში ის სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება, რომელიც ვენის ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, ისე კი მსოფლიოს მე-8 ჩოგანია.
ბასილაშვილი და ანდერსონი აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან. მიმდინარე წლის 25 მარტს, მაიამის მასტერსის 1/32 ფინალში, სადაც სამხრეთ ამერიკელმა იმარჯვა – 6:4; 6:3.