ვენის „აუსტრიის“ მწვრთნელი - „სპაერმა“ კონფერენს ლიგის საგზური ქვეყნის თასის მოგებით მოიპოვა, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ #1TVSPORT
ვენის „აუსტრიის“ მწვრთნელი - „სპაერმა“ კონფერენს ლიგის საგზური ქვეყნის თასის მოგებით მოიპოვა, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ #1TVSPORT

ვენის „აუსტრიის“ მთავარმა მწვრთნელმა, შტეფან ჰელმმა უეფა-ს კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელთან, „სპაერთან“ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი მეტოქე, „სპაერი“ კონფერენს ლიგაზე ქვეყნის თასის მოგებით მოხვდა. მეორე დივიზიონის გუნდმა პირველი დივიზიონის წარმომადგენლები გამოთიშა და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, ამისთვის მოედანზე აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა თუ მეტოქე დაცვას აქტიურად მიხედავს, მოთმინება გვმართებს. ეს არ ნიშნავს, რომ პასიურად დაველოდებით, როდის გვექნება შანსი.

სატრანსფერო „ფანჯრის“ შემდეგ ახალმა მოთამაშეებმა გუნდი გააძლიერეს და უფრო მოქნილები გავხდით. ახლა მეტოქესთან ადაპტირება შეგვიძლია. გვყავს მაღალი და მობილური ფეხბურთელები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბმა წინ გადადგა ნაბიჯი“, – განაცხადა „აუსტრიის“ მთავარმა მწვრთნელმა.

კონფერენს ლიგაზე „აუსტრიასა“ და „სპაერის“ მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.