ვენგერმა ლიონის წინადადებაზე უარი განაცხადა
ვენგერმა ლიონის წინადადებაზე უარი განაცხადა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უარი განაცხადა „ლიონის“ შეთავაზებაზე, – იტყობინება GFFN.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასამ 69 წლის სპეციალისტ ბრუნო ჟენეზიოს შეცვლა ან კლუბში სპორტულ დირექტორად მისვლა შესთავაზა, მაგრამ ვენგერისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „არსენალის“ ყოფილი დამრიგებლის უარის შემდეგ, „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი სილვინიო დაინიშნა, ხოლო სპორტულ დირექტორად მისი თანამემამულე – ჟუნინიო.