ვენგერი ზიდანს გასცდა - საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა რაგბისა და ფეხბურთის ლეგენდებმა მიიღეს
ვენგერი ზიდანს გასცდა - საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა რაგბისა და ფეხბურთის ლეგენდებმა მიიღეს

საქველმოქმედო შეხვედრაში, რომელიც გუშინ, ბორდოში გაიმართა, მსოფლიო რაგბისა და ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები თამაშობდნენ.

თამაშის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდი არსენ ვენგერმა შემოგვთავაზა, რომელიც ზინედინ ზიდანს ცრუ მოძრაობით გასცდა. 69 წლის სპეციალისტს ფოტო სწორედ ამ დროს გადაუღეს.

შეხვედრა საინტერესო წესებით წარიმართა – მატჩის პირველ ნახევარში ყოფილი სპორტსმენები ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო მეორე ნახევარში – რაგბის.

ზიდანთან ერთად საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამიც ასპარეზობდა. მორაგბეთაგან დაპირისპირებაში მონაწილეობა სებასტიენ შაბალმა, ფაბიენ პელუმ და დიმიტრი იაშვილმა მიიღეს.