ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უახლოეს დღეებში „ფიფას“ (FIFA) ტექნიკური დირექტორი გახდება, – იტყობინება „ნიუ იორკ თაიმსი“. ის პასუხისმგებელი იქნება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ასევე იმუშავებს მრჩევლად სხვადასხვა საფეხბურთო საკითხში.
„ფიფას“ (FIFA) განზრახული აქვს ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეებით საკუთარი რიგების შევსება მას შემდეგ, რაც თანამდებობები დატოვეს მარკო ვან ბასტენმა და ზვონიმირ ბობანმა.
შეგახსენებთ, რომ ვენგერმა „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს დატოვა.