ვენესუელის უზენაესი სასამართლო ხუან გუაიდოსთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს
ვენესუელის უზენაესი სასამართლო ხუან გუაიდოსთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

ვენესუელის უზენაესი სასამართლო პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდოსთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს.

როგორც ვარაუდობენ, საკონსულტაციო ასამბლეა, რომელიც ძირითადად ნიკოლას მადუროს მომხრეებისგან შედგება, ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შედეგად გუაიდო შესაძლოა, დააპატიმრონ.

ვენესუელაში პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. კარაკასში რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიცია ცრემსლადენი აირი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეები ქვეყანაში შექმნილ სურსათის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს აპროტესტებდნენ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ენერგეტიკაში არსებული მძიმე ვითარების საპასუხოდ, ნიკოლას მადურომ ენერგეტიკის მინისტრი მოხსნა.

დატოვე კომენტარი