ვენესუელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, დონალდ ტრამპს ნებისმიერ საკითხზე ესაუბროს
ვენესუელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, დონალდ ტრამპს ნებისმიერ საკითხზე ესაუბროს

ვენესუელის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  თანახმაა, ესაუბროს აშშ-ის პრეზიდენტს ნებისმიერ საკითხზე.

ვენესუელის ლიდერთან შეხვედრის მზადყოფნა თავად დონალდ ტრამპმა გამოთქვა.

„აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მსურს გავუწოდო ხელი აშშ-ის პრეზიდენტს და დავსხდეთ მოლაპარაკებებისთვის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სხვადასხვაობისა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.

ნიკოლას მადუროს თქმით, ვენესუელა მზად არის, აშშ-სთან მოლაპარაკებები თავმდაბლობით, ღიაობითა და გულწრფელობით აწარმოოს.