ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ქვეყანაში დაბრუნდა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ქვეყანაში დაბრუნდა. მედიის ცნობით, მაჩადო ვენესუელის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ლარას შტატში გამოჩნდა.
„მე აქ ვარ. თქვენთან ერთად“, – დაწერა მაჩადომ სოციალურ მედიაში.
ამასთან, მისმა პრესჯგუფმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა სურათები, სადაც ის ლარას შტატის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ეკლესიაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ მაჩადომ ვენესუელა 2025 წლის ბოლოს საიდუმლოდ დატოვა ნობელის მშვიდობის პრემიის მისაღებად და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. „როიტერის“ ცნობით, მისმა ვენესუელაში დაბრუნების სურვილმა ვაშინგტონში უთანხმოება გამოიწვია და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას მოგზაურობის გადადება სთხოვეს.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ში გადაყვანის შემდეგ ვენესეულას დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით უკამყოფილო დარჩა დონალდ ტრამპი. თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნობელის პრემია მას ეკუთვნოდა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე 10-მდე კონფლიქტი დაამთავრა. 2026 წლის 16 იანვარს მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის საკუთარი მედალი გადასცა.