ვენესუელის მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება ნებისმიერი პირის დაკავების შესახებ, რომელიც „მონაწილეობდა შეერთებული შტატების თავდასხმის ხელშეწყობაში ან მხარდაჭერაში“
ვენესუელის მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება ნებისმიერი პირის დაკავების შესახებ, რომელიც „მონაწილეობდა შეერთებული შტატების თავდასხმის ხელშეწყობაში ან მხარდაჭერაში“

ვენესუელამ აშშ-ის თავდასხმის მხარდამჭერი ნებისმიერი პირის დაკავების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მედიის ცნობით, ვენესუელის მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა დადგენილება, რომელიც უსაფრთხოების ძალებს ავალებს, დააკავონ „ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობდა შეერთებული შტატების თავდასხმის ხელშეწყობაში ან მხარდაჭერაში“.

როგორც „სიენენი“ წერს, დოკუმენტი ნიკოლას მადუროს მიერ არის ხელმოწერილი.

მედია იუწყება, რომ დადგენილება სექტემბრის ბოლოს, კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის საზღვაო ძალების განლაგების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მომზადდა, თუმცა ის ახლა გამოქვეყნდა.

კანონი ძალაში 90 დღის განმავლობაში იქნება, კიდევ 90 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობით.