ვენესუელის ხელისუფლებამ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ვენესუელის ხელისუფლებამ  მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ვენესუელის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნების დაწყებამდე, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედრო პირებს შეხვდა და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

მადურომ სიტყვით გამოსვლისას არმიის მოდერნიზაციისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა. წვრთნების მიმდინარეობისას, სამხედრო მოსამსახურეებმა ვენესუელის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის შეჭრისა და საპასუხო მოქმედების სცენარი შეიმუშავეს.

ვენესუელაში სამხედრო წვრთნები 15 თებერვლამდე გაგრძელდება. მანევრები ეძღვნება ანგოსტურის კონგრესის 200 წლისთავს. 1819 წელს, ქალაქ ანგოსტურაში ვენესუელამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

3 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამხედრო მოქმედების ვარიანტს არ გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი