ვენესუელის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ვენესუელის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ვენესუელის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქვეყნის ექვსზე მეტ შტატს. დენის გარეშეა დარჩენილი კარაკასის ნაწილი. მუშაობა შეაჩერა დედაქალაქის მეტრომ.

ამასთან, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის 17 შტატი დარჩა. ამასთან, მისივე ცნობით, ვენესუელის ნახევარ ტერიტორიაზე ინტერნეტი გაითიშა.

შეგახსენებთ, ვენესუელის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე 7 მარტს მომხდარი ავარიის გამო, თითქმის მთელ ქვეყანას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. მაშინ ნიკოლას მადურომ ენერგოკრიზისში აშშ დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი