ვენესუელელი ოპოზიციონერი​ ლეოპოლდო ლოპესი ესპანეთის საელჩოში გადავიდა
ვენესუელელი ოპოზიციონერი​ ლეოპოლდო ლოპესი ესპანეთის საელჩოში გადავიდა

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესი ესპანეთის საელჩოში გადავიდა. ამის შესახებ ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტო ამპუერომ განაცხადა. მისი განმარტებით, შინაპატიმრობიდან გამოქცეულმა ლეოპოლდო ლოპესმა კარაკასში არსებული ჩილეს დიპლომატური უწყება დატოვა და მეუღლესთან ერთად ესპანეთის საელჩოში გადავიდა.

როგორც „ტვიტერის“ პირად გვერდზე ჩილეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს ლეოპოლდო ლოპესისა და მისი მეუღლის პირადი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ცნობილია, 30 აპრილს შინაპატიმრობიდან გამოქცეული ლეოპოლდო ლოპესი ხუან გუაიდოსთან ერთად დემონსტრაციის გამართვის შემდეგ ჩილეს საელჩოში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი