ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს 360 ადამიანი დააკავეს
ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს 360 ადამიანი დააკავეს

ვენესუელაში 21 იანვრიდან განახლებული საპროტეტსო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა 360-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ.

ვენესუელაში 23 იანვარს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ზოგიერთ რაიონში აქცია უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არეულობის შედეგად ქვეყანაში 26 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, 23 იანვარს დემონსტრაციაზე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად გამოაცხადა და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა სხვა სახელმწიფოებმაც გამოუცხადეს, მათ შორის საქართველომ.

 

დატოვე კომენტარი