ვენესუელაში პირველ მაისს ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო მარში იგეგმება
ვენესუელაში პირველ მაისს ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო მარში იგეგმება

ხუან გუაიდო ვენესუელელ ხალხს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მარშის გამართვისკენ მოუწოდებს. მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დიდი დემონსტრაცია პირველ მაისს გაიმართება. ხუან გუაიდომ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამ აქციის საშუალებით ნიკოლას მადუროს დიქტატურას ბოლო მოეღება.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა, მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს ებრძვიან. ნიკოლას მადუროს მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. მალევე მისმა ოპონენტმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.