ვენესუელაში ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლებმა დიალოგი განაახლეს
ვენესუელაში ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლებმა დიალოგი განაახლეს

ვენესუელაში მხარეებმა დიალოგი განაახლეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რამდენიმეკვირიანი შეფერხების შემდეგ, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლები ერთმანეთს ბარბადოსში შეხვდნენ. ნორვეგიის შუამდგლომლობით გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.

თავად ხუან გუაიდო შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან დამაიმედებელი იყო. ოპოზიციონერის განმარტებით, ამჯერად კონკრეტული შედეგები მიღწევის იმედი აქვს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ამის პარალელურად ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.