ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე შეტაკება მოხდა
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე შეტაკება მოხდა

ვენესუელაში ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე შეტაკება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქტივისტებმა ქვეყნის ეროვნული გვარდიის წევრების მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს, რასაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ცრელმსადენი აირით უპასუხეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტივისტებმა ბარიკადებიც აღმართეს.

ვენესუელაში პრეზიდენტის წინააღმდეგ დემონსტრაციები მთავარი ოპოზიციონერის, ხუან გუიდოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

აქციის გამართვას აპირებენ ნიკოლას მადუროს მომხრეებიც. როგორც თავად აქტივისტები აცხადებენ, მათ საგარეო ინტერვენციის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრონ.