ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა
ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.

როგორც როდრიგესმა აღნიშნა, ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა ვენესუელელი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ამერიკელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის დროს ათობით ვენესუელელი სამხედრო დაიღუპა.