ვენესუელას დედაქალაქში ელექტროენერგია კვლავ გამოირთო
ვენესუელას დედაქალაქში ელექტროენერგია კვლავ გამოირთო

​ვენესუელას დედაქალაქის მოსახლეობა კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის უმეტეს ნაწილს, მუშაობა შეაჩერა მეტრომ, რის გამოც ქალაქის ცენტრალური ქუჩები პარალიზებულია.

არაოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგია არ მიწოდება ვენესუელას 23-დან 14 შტატს.

ნიკოლას მადურომ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმაში ტერორისტებს დასდო ბრალი, რომლებმაც მისი თქმით, ვენესუელას სამხრეთ ნაწილში მდებარე უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ კი მომხდარში მადუროს რეჟიმი დაადანაშაულა. მან ავარიის მიზეზად არასათანადო მომსახურება და კორუფცია დაასახელა. გუაიდოს განცხადებით, ელექტროქსელები განახლებას საჭიროებს იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ინვესტიციების უკმარისობას განიცდის.

ვენესუელა იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი.