ვენეციის ქუჩებში 19:00 სთ-ის შემდეგ ალკოჰოლური სასმელით გასვლა აიკრძალება
ვენეციის ქუჩებში 19:00 სთ-ის შემდეგ ალკოჰოლური სასმელით გასვლა აიკრძალება

ვენეციის ქუჩებში ალკოჰოლის ბოთლით სიარულის აკრძალვას აპირებენ. მთავრობის ინიციატივით, დაჯარიმდებიან ის ადამიანები , რომლებიც 19 საათის შემდეგ ქუჩაში ალკოჰოლური სასმელის ბოთლებით გავლენ.

გამკაცრებული ზომები ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს შეეხება.

სამართლადაცმველები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ არ დააკვირდებიან ყველა ადამიანს, ვინც მაღაზიიდან გამოვა და მხოლოდ იმ პირებს დააჯარიმებენ, რომლებიც სასმელს ქუჩაში დალევენ.

ვენეციის ისტორიულ ცენტრს ყოველწლიურად მილიონი ტურისტი სტუმრობს, მუდმივი მცხოვრეი კი 55 ათასი ადამიანია.