ვენაში უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით სტუდენტებმა აქცია გამართეს [ვიდეო]
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრაცია ავსტრიის სტუდენტთა წარმომადგენლობის (ÖH) მოწოდებით გაიმართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვდნენ, მათ შორის, უკვე დამტკიცებული დაფინანსების გადახედვას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა.
ავსტრიის სტუდენტთა წარმომადგენლობა (ÖH) აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტი გააუარესებს მდგომარეობას სტუდენტების მხარდაჭერისა და დასაქმების მიმართულებით. ორგანიზაცია, სტუდენტებთან, ლექტორებთან, მკვლევრებსა და უნივერსიტეტების სხვა თანამშრომლებთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლების ადეკვატურ და გრძელვადიან დაფინანსებას ითხოვს.
პროტესტს უნივერსიტეტების ადმინისტრაციებიც უჭერენ მხარს. მათ სტუდენტებსა და თანამშრომლებს აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.