ვემბანიამა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ვემბანიამა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„სან ანტონიოს“ ცენტრმა ვიქტორ ვემბანიამამ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ჟურნალისტ შემს ჩარანიას ინფორმაციით, 21 წლის კალათბურთელი რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს თამაშს, რისი მიზეზიც მარცხენა ფეხზე კუნთის დაზიანებაა.

ამ სეზონში ვემბანიამამ 12 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 26.2 ქულა, 12.9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3.6 დაფარება დააგროვა.