ვემბანიამა MVP-ის პრიზისთვის ბრძოლას ლიდერობს #1TVSPORT
ვემბანიამა MVP-ის პრიზისთვის ბრძოლას ლიდერობს #1TVSPORT

საკალათბურთო პორტალმა Basketball Forever-მა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი კვირის შედეგების მიხედვით სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზის პრეტენდენტთა რეიტინგი წარმოადგინა.

სიის ლიდერი გახდა „სან ანტონიო სპურსის“ ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც სეზონის საწყის მატჩებში საშუალოდ 33.3 ქულა (თამაშიდან რეალიზაცია 57 პროცენტი), 13.3 მოხსნა და 6.0 დაფარება დააგროვა.

MVP-ის პრიზზე TOP5 პრეტენდენტის სია ასე გამოიყურება:

  1. ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო)
  2. იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი)
  3. ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი)
  4. შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
  5. სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)