ველოსპორტი - საგზატკეცილო | მინსკი 2019
ველოსპორტი - საგზატკეცილო | მინსკი 2019

საგზატკეცილო ველორბოლა – ველოსპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა, რომელიც მყარსაფარიან გზაზე, საგზაო ველოსიპედებით შეჯიბრს გულისხმობს. არსებობს ჯგუფური რბოლა და რბოლა განცალკევებული სტარტით, რომელშიც გამარჯვებული ნაჩვენები დროის მიხედვით ვლინდება. ოლიმპიური სახეობა 1896 წელს გახდა.

საგზატკეცილო ველორბოლა სპორტის ზაფხულის სახეობებს მიეკუთვნება. საშეჯიბრო სეზონი ადრეულ გაზაფხულზე იწყება და შემოდგომაზე მთავრდება. ყველაზე პრესტიჟული ტურნირები მარტიდან ოქტომბრამდე იმართება. ამ დროისთვის, სპორტის ამ სახეობაში, რამდენიმე განსაკუთრებით ცნობილი პირველობა ტარდება. მათგან უმეტესობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა.

მინსკის ევროპულ თამაშებზე საპრიზო ადგილები გათამაშდება როგორც მას-სტარტში, ასევე დროზე განცალკევებით რბოლაში, ქალებსა და კაცებში. ჯამში საგზატკეცილო ველორბოლისთვის დამზადებულია მედლების ოთხი კომპლექტი.

საქართველოდან სპორტის ამ სახეობაში წარმატების მიღწევას ერთი სპორტსმენი შეეცდება. 18 წლის თენგიზ ბარბაქაძე მას-სტარტში იასპარეზებს.