ველოსპორტი | მიხეილ ხუჭუამ ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებაზე ქართველმა ველომრბოლელმა, მიხეილ ხუჭუამ 98 კმ-იან დისტანციაზე 70 მონაწილეს შორის პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა შეძლო შუალედური ფინიშების მოგებაც, რითიც მრავალდღიანი რბოლის აბსოლუტური ლიდერი გახდა.
ტურნირზე ასევე წარმატებით გამოვიდნენ გიორგი გაბრიჭიძე, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა, დავით ხელაშვილმა კი რბოლა 23-ე პოზიციაზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ 11 მონაწილე გუნდიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს.