ველოდები გულშემატკივრებთან და მეგობრებთან შეხვედრას - არველაძე „რეინჯერსში“ მსოფლიო ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
ველოდები გულშემატკივრებთან და მეგობრებთან შეხვედრას - არველაძე „რეინჯერსში“ მსოფლიო ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT

შოთა არველაძე შოტლანდიური გრანდის, გლაზგოს „რეინჯერსის“ 150 წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩზეა მიწვეული – ამის შესახებ „ჰალი სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბედნიერი ვარ, რომ 26 მარტს გასამართ მატჩში მონაწილეობას მივიღებ. მადლობა ორგანიზატორებს მიწვევისთვის. ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იმ კლუბის დაარსების 150 წლისთავს უკავშირდება, სადაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე. ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად, „რეინჯერსში“ არაერთი ტიტული მოვიგე და ამ ქალაქში და სტადიონზე დაბრუნება ყოველთვის ძალიან მახარებს. მოუთმენლად ველოდები გულშემატკივართან და მეგობრებთან შეხვედრას“, – წერს შოთა არველაძე.

არველაძე „რეინჯერსს“ 2001 წელს შეუერთდა და ორჯერ დაეხმარა ჩემპიონობის, თასისა და ლიგის თასის მოგებაში. საიუბილეო მატჩი 26 მარტს „აიბროქსზე“ გაიმართა. ქართველთან ერთად „რეინჯერსში“ ითამაშებენ ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი​, პოლ გასკოინი, სასა პაპაკი, მაიკლ მოლსი, კრის ბოიდი, რონალდ დე ბური და ბარი ფერგიუსონი.

მსოფლიო ლეგენდების გუნდს ლუის ფიგუ უკაპიტნებს – მასთან ერთად ითამაშებენ კლოდ მაკელელე, ივან კორდობა, რიკარდო კარვალიო, პრედრაგ მიატოვიჩი, რობი კინი, რობერტო კარლოსი, გეორგე ჰაჯი და რობერტ პირესი.

მატჩი ჩატარდება სანაკრებო შესვენებაზე, სადაც „ჰალ სიტი“ 1 აპრილამდე აღარ ითამაშებს, როდესაც ისინი „ჰადერსფილდს“ უმასპინძლებენ. „ლუტონ თაუნთან“ მარცხმა გუნდი ცხრილში მე-20 ადგილზე ჩატოვა.