ველისციხის ინციდენტის მონაწილის, ბესიკ გაზდელიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

19:14, 26.12.2018

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ველისციხის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, ბესიკ გაზდელიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელა.

ბრალდების მხარემ პროცესზე შსს-ს ვიდეომტკიცებულებები წარადგინა, სადაც გაზდელიანი ფიგურირებს და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება.

დაცვის მხარემ მტკიცებულებების შესწავლისა და დამატებითი მტკიცებულებების მოძიებისთვის სხდომის გადადება მოითხოვა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

გაზდელიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2019 წლის 16 იანვარს ჩაინიშნა.

მსგავსი