ველისციხეში დაშავებული პოლიციელი და აქციის მონაწილე გურჯაანის მერმა ჰოსპიტალში მოინახულა 
ველისციხეში დაშავებული პოლიციელი და აქციის მონაწილე გურჯაანის მერმა ჰოსპიტალში მოინახულა 

ველისციხეში, ოპოზიციის აქციაზე დაშავებულებიდან გურჯაანის ჰოსპიტალში ერთი პოლიციელი და აქციის ერთი მონაწილე რჩებიან.

ექიმების განცხადებით, პოლიციელს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩება, ხოლო აქციის მონაწილე ქალბატონს დაჟეჟილობები აღენიშნება და სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, საღამოს გაწერენ.

დაშავებულები დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდნენ საპროტესტო აქციას, გურჯააანის სოფელ ველისციხეში სამართალდამცავთა მითითებას, წასულიყვნენ შემოვლითი გზით, არ დაემორჩილნენ, რა დროსაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებამოხდა. ველისციხესთან რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ 16 პოლიციელი და აქციის ორი მონაწილე. დაშავებულები თელავისა და გურჯაანის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი წუხელვე მოინახულა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და განაცხადა, რომ კანონდარღვევის თითოეული შემთხვევა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.