„ყველა ვარსკვლავის“ მატჩს ქუთაისი 7 თებერვალს უმასპინძლებს
„ყველა ვარსკვლავის“ მატჩს ქუთაისი 7 თებერვალს უმასპინძლებს

ცნობილია მოთამაშეთა ვინაობა, ვინც „ოლ სტარში“ მიიღებს მონაწილეობას. „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელებითა და ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

ხუთეული გულშემატკივარმა ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეარჩია. დანარჩენი შვიდ-შვიდი მოთამაშე კი მწვრთნელებმა დაასახელეს.

ადგილობრივთა გუნდი ასეთი იქნება: ერეკლე ლორთქიფანიძე („რუსთავი“), ოთარ ფხაკაძე („დელტა“), კონსტანტინე ტომარაძე („თსუ“), გიორგი ბარბაქაძე („ქუთაისი“), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი“), ბექა ჩიკვილაძე („კაქტუსი“), ნოდარ გოგოძე („ბათუმი“), რევაზ როგავა („ოლიმპი“), კახაბერ ჯინჭარაძე („მგზავრები“), რევაზ ჩაჩანიძე („მგზავრები“), მერაბ ბოქოლიშვილი („დინამო“), ბექა ბექაური („დელტა“). მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება.

ლეგიონერთა გუნდის შემადგენლობა ასეთია: ჯეიმს მილიკენი („თსუ“), რეჯერ დოუელი(„დინამო“), მალკოლმ დრამრათი („დელტა“), ჯონათან ლი („ქუთაისი“), დეჯუან რაითი („ქუთაისი“), მარკ ომდენი („ოლიმპი“), ჩარლზ ბენეტი („ოლიმპი“), ადრიენ ბოუი („მგზავრები“), ჯეიკობ არმსტრონგი („მგზავრები“), დელანო სპენსერი („კაქტუსი“), ჯორდან სვოფშირი („დინამო“), დემაგოი ბუბალო („დინამო“). მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია იქნება.

„ყველა ვარსკვლავის მატჩთან“ ერთად ტრადიციულად კონკურსი სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში ჩატარდება. სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: ოთარ ფხაკაძე („დელტა“), მალკოლმ დრამრათი („დელტა“), ჯონათან ლი („ქუთაისი“), ჯორდან სვოპშირი („დინამო“) და გასული წლის სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული რევაზ ჩაჩანიძე. ეფექტურ გდებებში ერთმანეთს მარკ ოგდენი („ოლიმპი“), ჩარლზ ბენეტი („ოლიმპი“) და ჯეიმს მილიკენი („თსუ“) შეეჯიბრებიან.

„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ქუთაისის სპორტის სასახლეში 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.