ვეინალდუმმა „ბარსელონასთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ვეინალდუმმა „ბარსელონასთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აგრძელებს მუშაობას მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაზე.

გაზეთ „სანდი თაიმსის“ ინფორმაციით, ზაფხულში კატალონურ გუნდში გადავა „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა არ გააგრძელოს ინგლისის ჩემპიონთან კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში და უკვე გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება „ბარსელონასთან“.

აღნიშნავენ, რომ კატალონელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ვეინალდუმის ნიჭის თაყვანისმცემელია და პირადად მოითხოვა მისი ტრანსფერი.