ვეინალდუმი შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს #1TVSPORT
ვეინალდუმი შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას კლუბი შეიცვალოს, – დაწერა Sky Sports-მა.

წყაროს ცნობით, 31 წლის ნიდერლანდელით ინტერესდება ლონდონის „არსენალი“. ინგლისური კლუბი მზად არის ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე აიყვანოს.

ვეინალდუმი უკმაყოფილოა პარიზულ გუნდში თავისი მდგომარეობით, ამიტომაც მზად არის განიხილოს „არსენალში“ გადასვლა.

ნახევარმცველი „პარი სენ-ჟერმენში“ გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლივერპულიდან“ გადავიდა. ამ სეზონში ვეინალდუმმა 20 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.