ვეინალდუმი „ბარსელონას“ კონტრაქტზე მოელაპარაკა
ვეინალდუმი „ბარსელონას“ კონტრაქტზე მოელაპარაკა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა და კატალონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, – დაწერა გამოცემა „სპორტმა“.

ნიდერლანდელის კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ვარაუდობენ, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

29 წლის ვეინალდუმის „ბარსელონაში“ ხილვა სურს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს.

ჯორჯინიო „ლივერპულში“ 2016 წელს, 27.5 მილიონ ევროდ „ნიუკასლიდან“ გადავიდა. “წითლების” რიგებში ნახევარმცველი ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.