ვედატ მურიქი - სწორი ტაქტიკის ხარჯზე გავიმარჯვეთ #1TVSPORT
ვედატ მურიქი - სწორი ტაქტიკის ხარჯზე გავიმარჯვეთ #1TVSPORT

კოსოვოს ნაკრებისა და რომის „ლაციოს“ ცენტრალურმა ფორვარდმა, ვედატ მურიქიმ საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში გამარჯვებით (0:1) სიხარული სიხარული არ დამალა. მისი თქმით, ახლა გუნდი საბერძნეთთან გამარჯვებას ელოდება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოვიგეთ. გამარჯვებამ ჩვენ რეპუტაცია შეგვინარჩუნა და ბოლო დროს შებღალული სახელის რეაბილიტაცია შევძელით. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს, მნიშვნელოვანია, რომ კოსოვომ გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, კარგი თამაშის ჩვენებას და 6 ქულის მოპოვებას საბერძნეთის წინააღმდეგაც შევძლებთ. როდესაც გამარჯვება მოდის, ეს კიდევ უკეთესი. ეს იყო პირველი გამარჯვება. ორი დღე დავისვენებთ. ვეცდებით, საბერძნეთის წინააღმდეგაც გავიმარჯვოთ. ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით“. – თქვა „ლაციოს“ ფორვარდმა მატჩის შემდეგ.

მურიქიმ ასევე ისაუბრა, რის ხარჯზე მოახერხეს საქართველოს ნაკრებისთვის პორბლემების შექმნა:

„ჩვენ ვცდილობდით, „მეორე სართულზე“ ბევრი გვეთამაშა და ჯარიმები მოგვეპოვებინა. ესეც ჩვენი ტაქტიკის ნაწილი იყო და მჯერა, რომ კოსოვოს ნაკრებს მოგებაში ამითაც დავეხმარეთ“.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო კოსოვოს ნაკრებმა 3 მატჩში 3 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ბადახოსში მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, კოსოვო საბერძნეთს მიიღებს, ხოლო 8 სექტემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.