ვეცდებით, რომ მოლდოვას მოვუგოთ - ფუტსალის ნაკრების ახალწვეულების კომენტარები #1TVSPORT
ვეცდებით, რომ მოლდოვას მოვუგოთ - ფუტსალის ნაკრების ახალწვეულების კომენტარები #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, 8 და 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები გამოიძახა და მათ შორის ბევრი ახალწვეულია.

„ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, მაინც მნიშვნელოვანია. ეროვნული გუნდის მაისურით ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და გუნდში შესაბამისი განწყობაა“, – ამბობს ერთ-ერთი ახალწვეული, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ მოთამაშე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ახალწვეულია მისი თანაგუნდელი, ფუტსალსი ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი დავით ხეჩიკაშვილიც.

„ჩემთვის და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში მოხვედრა ბევრს ნიშნავს. პროფესიონალური გარემოა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. იმედია, ღირსეულად დავიცავ ნაკრების ღირსებას. მეტოქე შევისწავლეთ, ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.