ვაწაძემ "სილკებორგთან" კონტრაქტი ზაფხულამდე გაახანგრძლივა
ვაწაძემ "სილკებორგთან" კონტრაქტი ზაფხულამდე გაახანგრძლივა

დანიური გამოცემის, “ბოლდის” ცნობით, მათე ვაწაძემ და “სილკებორგმა” კონტრაქტი გაახანგრძლივეს. დანიის საფეხბურთოს სუპერლიგის კლუბში 28 წლის ქართთელი თავდამსხმელი ზაფხულში ოფციონის სისტემის ჩაირიცხა – ხელშეკრულება 0,6+0,6 ფორმულით გაფორმდა.

ხანგრძლივი უთამაშებლობის და ტრავმიანობის მიუხედავად, “სილკებორგის” მწვრთნელი პიტერ სორენსენი ვაწაძეს ენდო და თავის გამოჩენის შანსი მისცა. მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ დეკემბერში გადაწყდებოდა, ხელშეკრულების გახანგრძლივდებოდა თუ შეწყდებოდა. ახლა კი ვაწაძემ “სილკობორგთან” ხელშეკრულება ზაფხულამდე გააგრძელა.

“ვფიქრობ, რომ მათე შეთანხმების გაგრძელებას იმსახურებს. ის მთლიანად გუნდის მიზნებით ცხოვრობდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ნახევარ წელს პირველ ნახევარზე უკეთესად ჩაატარებს. ის ჯერ კიდევ დიდი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა” – ამბობს პიტერ სორენსენი.

ვაწაძემ მიმდინარე სეზონში “სილკებორგის” შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.