ვაწაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს - საქართველოში დარჩენა არ მსურდა
ვაწაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს - საქართველოში დარჩენა არ მსურდა

პირველი არხის ინფორმაციით, მათე ვაწაძემ თბილისის „დინამო“ დატოვა და კარიერას ლატვიაში გააგრძელებს.

თბილისური კლუბის თავდამსხმელმა კონტრაქტის პირობები ლატვიურ გუნდთან შეათანხმა – ლაპარაკია უმაღლესი ლიგის „ლიეპაიაზე“, რომელსაც ზაფხულამდე თამაზ პერტია წვრთნიდა. ვაწაძემ ინფორმაცია პირველ არხთან დაადასტურა.

„ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი 1+1 წლით გავაფორმე, ანუ ერთი წლის შემდეგ მის გაგრძელებაზე ხელახლა დავილაპარაკებთ“ – ამბობს პირველ არხთან მათე ვაწაძე.

რა გახდა მისი თბილისური კლუბიდან წასვლის მიზეზი? გამოცდილმა თავადმსხმელმა ამაზეც ილაპარაკა: „საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ მინდოდა. ამ დროს, ნაღდი ვარიანტი გამოჩნდა და წავედი. ლატვიელებთან ერთ დღეში ყველაფერი გავარკვიე, თბილისის „დინამოსთან“ კი შეთანხმებული ვიყავი, რომ ზაფხულამდე დავრჩებოდი და მერე წავიდოდი. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ სეზონში, მესამე გუნდში გადასვლა არ შეიძლებოდა და კიდევ ნახევარი წლით დავრჩი“.

გამოცდილ ფორვარდს, 30 წლის ვაწაძეს თბილისის „დინამოს“ გარდა, უთამაშია რუსულ და დანიურ კლუბებში, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, „ორჰუსში“, „ვიბორგში“, „სილკებორგში“, ასევე გორის „დილაში“ და თბილისის „ლოკომოტივში“. 2009 წლიდან საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმაც 15-ჯერ მოიგო და 4 გოლი გაიტანა.