ვაწაძე „ალმალიკში“ გადავიდა
ვაწაძე „ალმალიკში“ გადავიდა

მათე ვაწაძე კარიერას ალმალიკში გააგრძელებს – ინფორმაციას უზბეკური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„2020 წელს იანვარში „ალმალიკმა“ მრავალი ტრანსფერი განახორციელა. სამწვრთნელო შტაბმა ბევრი ახალი მოთამაშის დამატება გადაწყვიტა, თავდასხმაში კი ქართველი მათე ვაწაძე მიიწვიეს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მუხტარ ყურბანოვმა ფეხბურთელს 21-ნომრიანი მაისური გადაეცა. სადავო არაა, რომ ეს ტრანსფერი გუნდს ახალ სეზონში სარგებელს მოუტანს და „ალმალიკი“ ახალ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწევს“ – წერია უზბეკური გუნდის ვებგვერდზე.

ალმალიკმა“ 2019 წელს უზბეკეთის სუპერლიგაში მეცხრე ადგილი დაიკავა, გუნდის ხელმძღვანელობას კი ეს არ აკმაყოფილებდა და ამბიციური გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

ყოფილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მას ასევე უთამაშია გორის „დილაში“, რუსეთის, დანიის, ლატვიის და უზბეკეთის გუნდებში. 2009-20015 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი.